четверг, 25 января 2018 г.

წრის სამუშაო გეგმა

წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება: „უკეთ ვისწავლოთ მათემატიკა“
სკოლა: სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა
კლასი: I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 17
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი: ქეთევან ლომიძე
წრის მიზანი:
·         ამოცანების ამოხსნა

სწავლება  შეუქმნის მოსწავლეებს საფუძველს   როგორც  მათემატიკური  ცოდნის  მიმართ,  ასევე  მათემატიკის  შემდგომი  შესწავლისთვის შესაბამისი  უნარების  განვითარების  მხრივაც.  მოსწავლე  შეძლებს  ერთმანეთს  შეუსაბამოს  რიცხვები,შეადაროს  საგნები ,ერთმანეთთან  დააკავშიროს  თვლა,  რიცხვებს  შორის  დამოკიდებულებები  და  შეკრება-გამოკლების  მაგალითები.მათემატიკის  ცოდნა  გამოიყენოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.                                                                         

მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას ით-მეტი, ით-ნაკლები, საგანთა მიმდევრობის თვლასთან დაკავშირებას.  მოსწავლეებმა ისწავლონ შეკრება-გამოკლების წესები, ციფრების  სწორი ჩაწერა, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება, განსხვავება. რეპროდუცირებისთვის გამოვიყენებ ციფრთა მაგნიტურ ბარათებს ერთის ბიჯით წინ-უკან ციფრთა მომდევრობის ჩასაწერად, GIPRIED-ის პლაკატებს მიმატება-გამოკლების დასახასიათებლად და ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოსათვლელად.
მოსწავლეებმა ისწავლონ შეკრება-გამოკლების წესები, ციფრების  სწორი ჩაწერა, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრება,  წრე განკუთვნილია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის წრის მეცადინეობებზე დასწრება იქნება კარგი საშუალება ისწავლონ ამოცანის მოკლე ჩანაწერის გაკეთება და ამოხსნა.
მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:
·         მცნებების ცოდნა;
·         ციფრთა ჩაწერის ცოდნა;
·         მიმდევრობის დასრულების უნარ-ჩვევები;
·         ამოცანის მოკლედ ჩაწერა;
·         ამოცანის ამოხსნა.
კომუნიკაციური უნარები:
·         დათვლა;
·         ციფრთა ჩაწერა;
·         ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;
·         ზეპირი კომუნიკაცია;
·         წერითი კომუნიკაცია.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს. სასწავლო რესურსები: საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი,  კომპიუტერი,  მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.
მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლებს    გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს  წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში
წრის  სამუშაო  პროგრამა:
1. ვემზადებით  რიცხვების  შესასწავლად    
           ა) რამდენია  დავითვალოთ  
              ბ)  რომელია  პირველი?   გ )მეტია,  ნაკლებია,რამდენით?   
              გ )მეტია,  ნაკლებია,რამდენით? 
               2.დავუმატოთ,  გამოვაკლოთ . 
              ა ) რიცხვის  გაზრდა,  შემცირება.
             ბ )რაოდენობის შესაბამისი რიცხვის დასახელება . 
                    3.ვიყენებთ  მათემატიკურ  ნიშნებს. 
                   ა )რიცხვებს  შორის  მიმართების  ჩაწერა. 
                  ბ )ტოლობისა  და  უტოლობის  ცნების  აღწერა.
               4 ) შევადაროთ  მიმდევრობები.
               ა) განლაგების  წესისი  შედარება.
               ბ)მოცემული  ფრაგმენტის  მიხედვით  მიმდევრობის  ღია  პოზიციის  შევსება.
              5.ნულის  თვისებები.ნულის  მიმატება  და  გამოკლება.
              ა)ნულის  ადეკვატური  გამოყენება.
             ბ)ნულის  თვისებები  შეკრება-  გამოკლებისას.
                    6 .შესაკრებები,ჯამი .
                    ა) შეკრების  თვისებების  გამოყენება .
                    ბ) რიცხვის  მიღების  სხვადასხვა  ხერხის  გამოყენება . 
             7.ამოვხსნათ  ამოცანები.
                       ა) რამდენ  ნაწილისგან  შედგება  ამოცანა .
                     ბ) რომელ  ნაწილში  გამოგვადგება  შეკრება-გამოკლების  ოპერაცია.                                                                                                                                                                                                                                         
                                                 
           8. შემაჯამებელი საწრეო მუშაობა.
ა) ქვიზი
ბ) ზეპირი გამეორება
                                                     



გამოყენებული მასალა: სახელმძღვანელო(გოგიშვილი, ვეფხვაძე, პორტალიkargiskola.ge
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. (2018 წლის 25 თებერვლიდან - 2018 წლის 22 მარტამდე). ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
შეხვედრების განრიგი:
N
საწრეო მუშაობის განრიგი
1
25.01.2018
2
01.02.2018
3
08.02.2018
4
15.02.2018
5
22.02.2018
6
01.03.2018
7
15.03.2018
8
22.03.2018

კითხვარი მშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ;      ბ)არა.
2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ;      ბ) ნაწილობრივ;    გ)არა
3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში, თუ ხათრის გმო?

4.  რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?

----------------------------------------------------------------------------------------






 მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      

1.                  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაციამათემატიკის წრის შექმნის შესახებ?



--------------------------------------------------------




2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?



------------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

---------------------------------------------------------

5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?



---------------------------------------------------------------------






3 комментария: